ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
16.07.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მიზანია ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც  მომავალი თაობისათვის მოგზაურობისა და ტურიზმის კულტურის დანერგვას ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება. 

ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაზრდის მიზნით, ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ დაგეგმონ და განხორციელონ ერთობლივი ღონისძიებები.