საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება
14.08.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო. ტესტირება, 21-22 აგვისტოს ჩატარდება. ქვემოთ მოცემულ ბმულში იხილეთ განრიგი.

საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად დირექტორობის მსურველი ვალდებულია ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოცხადდეს, თან იქონიოს საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.