დიმიტრი შაშკინი ახალი საიტის www.200.org.ge პრეზენტაციას დაესწრო
25.02.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ  მომზადებული ვებ-გვერდის პრეზენტაციას დაესწრო და ამავე თემაზე გამართულ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

 ღონისძიება ორგანიზაცია ”საქართველოს დეპუტატთა კლუბი - 28 ოქტომბერი” ინიციატივით განხორციელდა და მასში ექსპერტები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მედიისა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დღეიდან ინფორმაცია საქართველო-რუსეთის ორასწლოვანი კონფლიქტის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.200.org.ge , სადაც  განთავსებულია ამ მოვლენის ამსახველი ვრცელი ინფორმაცია და დოკუმენტური ფოტო-მასალა.