განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი „Microsoft-ის ინოვაციური მასწავლებელი-ექსპერტი“, რომლის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა ინოვაციური სწავლა-სწავლების პრაქტიკების ხელშეწყობით. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მასწავლებელს, მათ შორის იმათ, ვისაც წინა კონკურსებში ჰქონდათ წარდგენილი. შესაძლებელია იგივე პროექტებით მონაწილეობა (შერჩევისას არ იქნება გათვალისწინებული წინა შეფასებები). კონკურსში გამარჯვება საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ პროფესიული განვითარების პროგრესული მეთოდოლოგიის პროგრამაში, რომელიც ტექნოლოგიების ინტეგრაციასაც გულისხმობს. Microsoft-ი მოგაწვდით ხელსაწყოებს და მხარდაჭერას, რაც თქვენი კოლეგების მენტორობაში დაგეხმარებათ.
Microsoft-ი გლობალური მასშტაბით შეარჩევს მასწავლებლებს. პროგრამის შერჩეული
მონაწილე გაემგზავრება Microsoft Partners in Learning Global Forum-ზე
ბარსელონაში, სადაც შეხვდება Microsoft-ის ინოვაციურ მასწავლებელ-ექსპერტებს მთელი
მსოფლიოდან. გლობალური ფორუმი წარმოადგენს იმ მასწავლებლების აღიარების
საშუალებას, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს ამზადებენ 21-ე საუკუნეში წარმატებული
ცხოვრებისთვის. წელიწადში ერთხელ Microsoft-ი იწვევს ინოვაციური მასწავლებლების და
ინოვაციური სკოლის პროგრამებში მონაწილეებს ენერგიულ და თანამშრომლობით
კონფერენციაზე. ამ მაღალი კლასის ღონისძიებას ესწრებიან ინოვაციური მასწავლებლები,
სკოლის და განათლების ლიდერები, ოფიციალური წარმომადგენლების ჩათვლით, მსოფლიოს 75
ქვეყნიდან.
კონკურსის პირობები
ინსტრუქცია