სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში
29.08.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებისათვის:

  • მაგისტრის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის  და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ფორმა იხილეთ დანართში.

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.