დირექტორის შესარჩევი კონკურსის დამატებითი რეგისტრაციის ვადა 5 სექტემბერს იწურება
03.09.2013
შეგახსენებთ, რომ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც 2012 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი და სურთ ჩაერთონ 2013 წლის საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიცირების პროცესში გასაუბრების ეტაპიდან, მაგრამ ჯერ არ გაუვლიათ რეგისტრაცია, საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ დამატებით ვადაში 2013 წლის 02 სექტემბრის 12:00 საათიდან - 2013 წლის 05 სექტემბრის 20:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ  ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის №25/ნ  ბრძანების  მე-19 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაცის საფასური შეადგენს 35 ლარს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანხის შეტანა ხდება მართვის სისტემის საბანკო ანგარიშზე.

იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2012 წლის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი  და 2013 წელს ჩაერთვებიან მხოლოდ  გასაუბრების ეტაპიდან, სერტიფიცირების  საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში,  შეუძლიათ განცხადებით მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას  და განცხადების შეტანიდან უმოკლეს   ვადაში, განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ  მითითებული თანხა.