16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა
და სტუდენტებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდკონტიგენტიან 47-ე საჯარო
სკოლიდან მიულოცა.
ახალ სასწავლო
წელს
სამინისტრო
ბევრი
სიახლით
ხვდება:
- 60 000-ზე მეტ პედაგოგსა და სკოლების 20 000-მდე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ხელფასი
გაეზარდა;
- ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელობი გადაეცა;
- უფასო სახელმძღვანელოები კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ და საჯარო სკოლის
შენობის გასხვისების შედეგად კერძო სკოლის მოსწავლეებად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს
გადაეცათ, ასევე 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
- მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა
გარემონტდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება;
- ცხრა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება,
პროექტების მომზადება დასრულებულია;
- გრძელდება სკოლების ავტობუსებით უზრუნველყოფის პროგრამა
და ახალ სასწავლო წელს 906-ზე მეტი სკოლის
45 000-მდე მოსწავლე ისარგებლებს უფასო ტრანსპორტირებთ;
- იცვლება და უფრო მოქნილი გახდება მასწავლებლების სერთიფიცირების დანამატის გაცემის სქემა;
- ბუკები, რომელიც ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა, გაუმჯობესებულია ტექნიკური მახასიათებლებით და პროგრამებით. მათი
გამოყენება, არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებშიც შეიძლება. ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების განახლება/შევსება მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება;
- წელს პირველად, ყველა პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის ნაცვლად ბუკისა, სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერები გადაეცემათ;
- საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში იქნება იტერნეტი და მასწავლებლებს ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის საშუალება ექნებათ;
- საქართველოს ყველა
საჯარო სკოლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავა;
- სკოლებში ახალი
ტიპის საკლასო ჟურნალები შევიდა, ხოლო მათი
ელექტრონული ვერსიის პილოტირება 15 საჯარო
სკოლაში დაიწყება;
- შეიცვალა მოსწავლის
პირადი საქმის სტრუქტურა;
- ორ საჯარო სკოლაში (#166, #64) სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასი გაიხსნა;
- ყველა საჯარო
სკოლაში, სადაც ისწავლის სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი
იმუშავებს, რომელსაც
სამინისტრო დააფინანსებს;
- ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის კლინიკაში
სპეციალური სკოლა მოეწყო
და ადგილზე ჩაუტარდებათ გაკვეთილები;
- მასწავლებლებისთვის მომზადდა, ყველა კლასის საგნობრივი
გზამკვლევები, რომელიც სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში
აიტვირთება;
- ყველა რესურსცენტრს ეყოლება იურისტი, რომელიც სკოლებს
სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
- საჯარო სკოლებში კარიერის დაგეგმვის და პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვის
კურსი დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს პროფესიის არჩევისას გაცნობიერებული
არჩევანი გააკეთონ.