საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
23.09.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიციურ კადრად მომზადებას და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 (ოთხი) თვით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის სტუდენტებს (აგრეთვე კურსდამთავრებულებს). 

სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, ტესტირებისა და გასაუბრების  საფუძველზე.

დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: http://jobs.ge/63239/