ტრენინგი ინკლუზიური განათლების მასწავლებლებისთვის
07.10.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ინკლუზიური განათლების მასწავლებელთათვის ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებას თბილისისა და რეგიონის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მასწავლებლები გაეცნენ Microsoft-ის მიერ შექმნილ ოპერაციულ სისტემასა და საოფისე პროგრამებს, რომელშიც ჩასმულია ფუნქციები, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის მუშაობის და სწავლის გარემოს აუმჯობესებს.

ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება და დამხმარე საშუალებები;
  • სპეციალური ფუნქციების მიმოხილვა;
  • შეზღუდვის სხვადასხვა ტიპები და ტექნოლოგიები;
  • ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდები შეზღუდვის ტიპების შესაბამისად.

ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებისათვის მიაწოდებია ინფორმაცია ინკლუზიური განათლებისთვის არსებული ტექნოლოგიების შესახებ. ეს ტექნოლოგიები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებს შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნება თანაბარი წვდომა განათლებაზე.