Awarding successful pupils
26.10.2013
წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები სამეგრელო, ზემო–სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონების იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ,  რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). პერსონალური კომპიუტერები მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა გადასცა. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1468 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
2013 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს  საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

Awarding of successful pupils continues. Successful 10th graders from Samegrelo, Zemo Svaneti, Ajara and Guria regions, who have completed basic level (7th, 8th and 9th grades) with high performance were awarded with personal computers from the Ministry of Education and Science of Georgia. Nata Asatiani, Head of Public Relations Department of the Ministry awarded the pupils with personal computers. 1468 pupils in total will be awarded with personal computers throughout Georgia.

In 2013, those pupils who completed basic level with 10 point scores (without rounding) last year, were defined as beneficiaries of the Program.

The aim of the pupils’ promotion program is to improve motivation and strengthen technology-based learning/teaching methods. The Project gives talented and diligent adults equal conditions for learning with the help of modern technologies.