ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსად ლელა იმედაშვილი შეირჩა
30.10.2013

ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ლელა იმედაშვილი შეირჩა.

გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერი და 1, 4 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად.  ეტაპის  დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.