საჩხერის რესურსცენტრის უფროსად ცისმარ მაჭარაშვილი შეირჩა
07.11.2013
ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ცისმარ მაჭარაშვილი შეირჩა.

გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 8, 11, 12 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად.  ეტაპის  დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.