მინისტრი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
08.11.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით, სტუდენტური  პროექტის „თავისუფალი დისკუსია“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, თამარ სანიკიძემ და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერიაშვილმა, სტუდენტების თხოვნით, უმაღლესი განათლების შესახებ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ  მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.