საახალწლო ზეიმი დევნილი მოსწავლეებისათვის
00.00.0000

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ 250 მოსწავლეს ახალი წლის დადგომა მიულოცა და  საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრა.  

მოწვეული მოსწავლეები დაწყებითი კლასების (I-IV)  მოსწავლეებია და ისინი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან არიან.

ბავშვებს თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ უმასპინძლა, ხოლო მათ გართობაზე  დიჯეიმ, ჯამბაზებმა და ანიმატორებმა იზრუნეს.