გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 15, 18, 19 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა შემდეგ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში: გურჯაანი, ცაგერი, დმანისი, ზესტაფონი, თერჯოლა, ფოთი, ბოლნისი.
ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება.