იაპონიის მიერ სტიპენდიის გამოყოფა სადოქტორო ხარისხის მფლობელებისთვის
05.12.2013

სამიზნე აუდიტორია: სადოქტორო ხარისხის მფლობელები.

  • იაპონიის საგანმანათლებლო ფონდი MIF (Matsumae International Foundation) აცხადებს შესარჩევ კონკურს სადოქტორო ხარისხის მფლობელთათვის. ფონდი დააფინანსებს იმ პირებს, რომელთაც სურთ იაპონიის სხვადასხვა ინსტიტუტებში აწარმოვონ კვლევითი საქმიანობა.
  • სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთებამდე კვლევითი პროექტი უკვე უნდა იყოს დამტკიცებული მიმღები ინსტიტუტის მიერ.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინჟინერიის და მედიცინის სფეროში მოღვაწე კანდიდატებს.
  • სასტიპენდიო თანხად განსაზღვრულია 200 000 იაპონური იენი - დაახლოვებით 2000 აშშ დოლარი.
  • მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 აგვისტო.

აღნიშნული სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://www.mars.dti.ne.jp/~mif/