ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის საგრანტო პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლებისათვის
19.12.2013

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს საგრანტო პროგრამას.

  • საგრანტო პროგრამა მოიცავს: მოწვეული ლექტორებისა და ექსპერტების მობილობას ვიშეგრადის ქვეყნებიდან: ბიბლიოთეკების განვითარებას; სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და სემინარების ორგანიზებას.
  • პრიორიტეტი მიენიჭებათ  იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ 2 ან მეტი მოწვეული ლექტორის მიღება.
  • მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ნოემბერი

აღნიშნული სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

http://visegradfund.org/v4eap/