საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ
(EMIS)
2013 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. წლიური
ანგარიშის წარდგენას საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
სისტემის უფროსმა
ლაშა ვერულავამ დამსწრეთ გააცნო მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები:
- eFlow - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა;
- CAT – 2013 სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების ტექნიკური მხარაჭერა;
- eVet - პროფესიული სასწავლებლების მართვის სისტემა;
- სკოლების ერთიან ქსელში ჩართვა (ინტერნეტიზაცია);
- eTurniquet - თანამშრომელთა მოსწრების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა;
- eRegistry- ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი;
- „ბუკი“ - საგანმანათლებლო თამაშების შექმნა/ლოკალიზება;
- eRegistration - ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა;
- ელექტრონული ტესტირების სისტემა;
მიმოხილულ იქნა მიმდინარე პროექტები:
- eSchool- სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა/ელექტრონული ჟურნალი;
- eStats - მონიტორინგის სისტემა;
- EMIS-ში არსებული კოლეჯის სასწავლო პროგრამების ადაპტირება თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისად, პროფესიული კოლეჯების პორტალის შემუშავება.
სისტემის უფროსმა ასევე ისაუბრა მომავალში დასახულ პროექტებზე, კერძოდ:
- სარეზერვო მონაცემთა ცენტრის შექმნა;
- არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება;
- საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა;
- პირველკლასელთა ელექტონული რეგისტრაციის სისტემის სრულყოფა;
- eFlow - სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის და საშვთა ბიუროს მოდულების დამატება;
- eGIS - გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შემოღება;
- IT School - სკოლის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ სასწავლო პროგრამის შემუშავება;
- ტრეინინგ ცენტრის განვითარება და სხვა.
ქეთევან ნატრიაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა სისტემის თანამშრომლებს და უსურვა ნაყოფიერი და პროდუქტიული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.