საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები მაგისტრატურისათვის
19.12.2013

იხილეთ ინფორმაცია საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ დოქტურანტურისთვის

თუ
  • ხართ დაინტერესებული სასწავლო სტიპენდიის მოპოვებით
  • ხართ ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ან იმყოფებით ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე
  • ხართ 30 წლამდე ასაკის
  • ფლობთ ფრანგულ ენას

შემოიტანეთ თქვენი კანდიდატურა:

 1.  ჩამოტვირთეთ და შეავსეთ კანდიდატის დოსიე
      
 2.  დოსიეს თან დაურთეთ შემდეგი საბუთები:

ფრანგულ ენაზე შედგენილი მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი)
CV ფრანგულად   (მაქსიმუმ ერთი გვერდი)
შემდეგი საბუთების ასლები, რომლებსაც თან დაურთავთ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს:
უნივერსიტეტის დიპლომი თანდართული ნიშნების ამონაწერით ( თუ დიპლომი უკვე გაქვთ)   
თუ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე ხართ : ნიშნების ამონაწერი პირველი კურსიდან ბოლო კურსის ჩათვლით
ყველა ის საბუთი,  რომელსაც  საჭიროდ მიიჩნევთ (ენის სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია, სარეკომენდაციო წერილი...)

სრული დოსიე (კანდიდატის შევსებული დოსიე + დართული საბუთები) უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს ოთხშაბათის, 2014 წლის 24 იანვრისა  საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:

დავით აღმაშენებლის გამზ. 75
0102 თბილისი
მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიხურება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით

პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, მიმართოთ ანაის გულკოს (anais.goulko@institutfrancais.ge) ან  ანა ლოლუას (ana.lolua@institutfrancais.ge)

ასევე იხილეთ ბმული: