ანალიზი და პერსპექტივები-პირველი ეროვნული კონფერენცია
23.12.2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, პირველი ეროვნული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით: ზოგადი განათლება საქართველოში-ანალიზი და პერსპექტივები. დასაწყისში მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო 2013 წელს განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები და დასახული გეგმები.

კონფერენციაზე ზოგადი განათლების მიმართულებით ჩატარებული საქმიანობის ანალიზი და სამომავალო ხედვა მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა წარმოადგინა. დღის განმავლობაში მოხსენებები დაგეგმილია შემდეგ თემებზე:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა;
  • შეფასება განათლების სისტემაში;
  • ეროვნული სასწავლო გეგმა, გამოწვევები და განვითარების ხედვა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სტრატეგიები და პრობლემები;
  • ეროვნული სასწავლო გეგემის შედარებითი ანალიზი;
  • ენობრივი საგანმანათლებლო პოლიტიკა;
  • ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოში;
  • სიახლეები ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • მანდატურის სამსახურის ფურქციები ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხო სკოლის კონტექსტში და სხვ.

კონფერენცია, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან, ორი დღის განმავლობაში იმუშავებს.