საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა
და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
საქართველოში რვა
სპეციალიზირებული სკოლაა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.
საახალწლოდ, ამ სკოლებისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის საჭირო ტექნიკა და
საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა, რაც კონკრეტულ სპეციალიზირებულ სკოლას ესაჭიროებოდა.
მე-200 სკოლა ერთ-ერთია
სპეციალიზირებულ სკოლათა შორის, სადაც დღეს მინისტრი მივიდა, მოსწავლეებს დამდეგი
ახალი წელი მიულოცა და სკოლისთვის შეძენილი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.
მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 130 მოსწავლე სწავლობს, მათგან 60 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, მათი დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. თამარ სანიკიძე სწორედ ამ მოსწავლეებს
შეხვდა და მათ მიერ მომზადებულ საახლწლო წარმოდგენას დაესწრო.
სპეციალიზირებულ სკოლებში მოსწავლეები ინდივიდუალური, მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამით სწავლობენ. გარდა სასწავლო პროცესისა,
სამინისტრო ზრუნავს ამ სკოლების ინფრასტრუქტურაზეც. ამ ეტაპზე, მე-200
სკოლის ეზოსა და პანსიონში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მალე
პანსიონი სრულიად განახლდება, კეთილმოეწყობა და თანამედროვედ აღიჭურვება.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის
განმავლობაში შემდეგი ძირითადი პროექტები განახორციელა:
- 2013 წელს საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლა-პანსიონის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ;
- ყველა საჯარო სკოლაში, სადაც სწავლობს სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი ინიშნება, რომელსაც სამინისტრო აფინანსებს;
- 2013 წელს, 50 წლის შემდეგ პირველად, უსინათლო მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი და მხატვრული ლიტერატურა
- ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა;
- ინკლუზიური
სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თბილისის 64-ე და 166-ე საჯარო სკოლებში
სენსორული (სმენა) და აუტისტური
სპექტრის დარღვევის მქონე პირველი საფეხურის მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასები ამოქმედდა, სადაც მოსწავლეები მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული
საგანმანათლებლო სერვისითა და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებით
სარგებლობენ;
- 2013
წელს პირველად, პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირებსაც მიეცათ.
მიმდინარე სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 51 სსსმ
სტუდენტი სწავლობს.