კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლისთვის
26.12.2013

კატარის უნივერსიტეტი 2014-2015 აკადემიური წლისთვის სტუდენტებს სთავაზობს 2 სასწავლო სტიპენდიას არაბულ პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად.

აპლიკაციის შევსება უნდა მოხდეს ონლიან-რეჟიმში შემდეგ ბმულზე: http://mybanner.qu.edu.qa/PROD/bwskalog.P_DispLoginNon.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელი იქნება 2014 წლის 5 იანვრიდან და გაგრძელდება 2014 წლის 20 თებერვლამდე.

საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულში.

საბუთების წარმოადგენის ბოლო ვადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 20 თებერვალია.

ბმულში მითითებულ საბუთებს ასევე უნდა ახლდეს აპლიკანტის GPA.