კონფერენცია ჟურნალისტებისათვის
08.02.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის წარმომადგენლები ჟურნალისტთა კორპუსს შეხვდნენ. კონფერენცია UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალი გამოწვევები და გეგმები განათლების სისტემაში“ ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო მასმედიის წარმომადგენლებისათვის იმ სიახლეების გაცნობა, რომელიც ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2013 წელს განხორციელდა. საუბარი შეეხო შემდეგ თემებს:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
  • პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი;
  • უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლა;
  • ელექტრონული რესურსები და ტექნოლოგიები;
  • სკოლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია;
  • სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები და ინკლუზიური განათლება;
  • პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია;
  • დაფინანსების ახალი მოდელი;
  • ხარისხის გაუმჯობესება;
  • კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში;
  • ინკლუზიური სწავლება პროფესიულ განათლებაში;
  • მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და UNICEF-ის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.