საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობას
შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე
ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა
და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორი მარი–პიერ პუარიე, საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი
საშა გრაუმანი და UNICEF-ის
სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს
2013 წელს განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები. საუბარი შეეხო ბავშვთა
უფლებების დაცვას, განათლების ხელმისაწვდომობას და ადრეულ ასაკში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას. ასევე, განხილულ იქნა 2014 წლის გამოწვევები, რეკომენდაციები და შემდგომი ნაბიჯები.