მინისტრმა მიმდინარე პროექტები რეგიონის სტუდენტებს პირადად გააცნო
07.03.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის  ფორმატში წარიმართა და მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე  და დაგეგმილ პროექტებზე.

შეხვედრის დასაწყისში, თამარ სანიკიძემ აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც 2013 წლიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების  სფეროში განხორციელდა. მინისტრმა ისაუბრა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა:

  • ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროგრამა;
  • მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა;
  • დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო-კვლევითი გრანტებით დაფინანსების პროგრამა;
  • ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამები;
  • ბიბლიოთეკების განვითარების პროგრამა და სხვ.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ  მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

ანალოგიური შეხვედრები დედაქალაქის და რეგიონების სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.