2014 წელს სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროებისა და შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე პირთა დასაქმების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, დღეს, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სოციალურ პარტნიორებს გააცნეს. ინიციატივების მთავარ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვა წარმოადგენს, რაც მათ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდით.
შეზღუდული
შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა
განათლების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების
სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და
კვლევის სამინისტროს მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერით, წარამატებით
ახორციელებს ინიციატივას ,,ინკლუზიური
განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების
სისტემაში’’.
პროფესიული განათლება დასაქმების პერსპექტივის არსებობის
გარეშე აზრს კარგავს. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსათვის
მნიშვნელოვანია სოციალურ პარტნიორებთან აქტიური
დიალოგი სსსმ და შშმ პირთა განათლებისა და
დასაქმების საკითხებზე. ასევე აქტუალურია კოორდინირებული
მუშაობა სხვა სამთავრობო უწყებებთან, რათა შეიქმნას სსსმ პირთა
დასაქმების ერთიანი ხედვა.
2014 წელს
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დამსაქმებელთა დაინტერესებაზე და
მათი როლის
გაზრდაზე სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე პირთა
პროფესიული განათლებისა
და დასაქმების
მიმართულებით კერძოდ:
- განხორციელდება საერთაშორისო მოდელების
ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე
პირთა დასაქმების საკითხებზე;
- მომზადდება
სარეკომენდაციო მოდელი მათი დაინტერესებისა და ჩართულობის გასაზრდელად;
- განხორციელდება საინფორმაციო კამპანიის
წარმოება შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე
პირთა დასაქმების პროცესში ბიზნესის როლის შესახებ;
- მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება
შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური (საგანმანათლებლო) საჭიროების მქონე პირთა
დასაქმების შესაძლებლობის და მისაწვდომობის გაზრდაზე, აღნიშნულ პროცესში მათი პრაქტიკული
უნარებისა საქმიანობის შესაბამისი კომპეტენციების განვითარებაზე.