კერძო სექტორთან პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
14.03.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრას  20-მდე მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის სხვადასხვა მოდელი. ასევე მოწვეულ სტუმრებს დაურიგდათ სპეციალური კითხვარი, სადაც შეეძლოთ მათთვის მისაღები თანამშრომლობითი ფორმის შესახებ  საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინათ.

ბიზნესის წარმომადგენლებმა უფრო მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის დამყარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და გადაწყდა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები  სისტემატურ ხასიათს მიიღებს.