ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
24.03.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ, სადაც საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამაში International Visitor Leadership Program (IVLP) მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება, რაც მნიშნველოვანი ასპექტია განათლების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. თამარ სანიკიძის განცხადებით, ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის საგანამათლებლო სფეროში ორმხრივ ურთიერთობას გააღრმავებს, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე კერძო ფონდების წარმომადგენლებთან შეხვედრა, შეხვედრა გაიმართება მილენიუმის კორპორაციაში, სენატში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).