„არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“
04.04.2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია დევიზით „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“,  რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს სასკოლო კონკურსებს:

ნახატების კონკურსი

კონკურსი „მივმართავ თანატოლებს“

განაცხადების წარმოდგენის ვადები:

  • სკოლებიდან რესურსცენტრებისთვის საკონკურსო მასალების მიწოდება - არაუგვიანეს 8 აპრილისა;
  • რესურსცენტრებიდან სამინისტროსთვის საკონკურსო მასალების მიწოდება - არაუგვიანეს 11 აპრილისა;
  • სამინისტროს მიერ ნახატების საუკეთესო ათეულის და ჩანახატების საუკეთესო 30 ავტორის გამოვლენა - არაუგვიანეს 15 აპრილისა.