ამ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. მე-200 სკოლის მოსწავლეებმა მინისტრს თავიანთი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერებინეს და შემდეგ საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ღონიძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა მათ მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისა და მზრუნველობისთვის, რასაც ამ ბავშვების მიმართ იჩენენ, მინისტრმა მათ სამომავლო გეგმებიც გააცნო.
მე-200 საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით მუშაობენ და მათი სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით, თვითმოვლასა და გარემოში ორიენტირებას ასწავლიან. ამ სკოლის პედაგოგები ხელს უწყობენ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე ეხმარებიან სხვა სკოლებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკის დაუფლებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა.