საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიულოცა და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მინისტრმა ბავშვებს გამოჯანმრთელება და მალე ოჯახებში დაბრუნება უსურვა.
იაშვილის
კლინიკაში ამ ეტაპზე, 30 მოზარდი გადის მკურნალობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მათთვის კლინიკაში
სპეციალური სასწავლო ოთახი ფუნქციონირებს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით,
სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით არის აღ
ჭურვილი.
იაშვილის კლინიკაში
მყოფ ბავშვებთან 147-ე საჯარო სკოლიდან დადიან პედაგოგები, რომლებიც მათ შესაბამის
გაკვეთილებს უტარებენ.