სახალხო ზეიმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით
26.05.2014
26 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო სახალხო ზეიმში. სადღესასწაულო ღონისძიებაში ჩართული იყო სამინისტროს ყველა დაქვემდებარებული უწყება, მათ შორის საჯარო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ინფორმაციას ზოგადი,  პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტზე. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები, ბუკლეტები, თვალსაჩინოებები და პრეზენტაციები, ასევე წარმოდგენილი იყო საკონცერტო და სპორტული ნომრები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.