ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა, - ამის შესახებ სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს. თამარ სანიკიძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებოდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა. 2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
მიმდინარე წელს გურიის რეგიონში სოფელ ზოტის და სოფელ შუა ამაღლების სკოლების მშენებლობა დაიწყება. ასევე, სრულად რეაბილიტირდება რეგიონის 18 სკოლა.
პრემიერი სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობამ პრემიერს შიდა გზის ასფალტირება და სოფლის გაზიფიცირება სთხოვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სკოლის მშენებლობის დაწყების შემდეგ ოთხი ოჯახი დაბრუნდა, - ამის შესახებ სოფელში პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს სოფელ წიფნარის სკოლის მშენებლობა დაათვალიერეს. თამარ სანიკიძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, რომ სოფლის სკოლის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღის შენობაში ტარდებოდა, რაც არ აკმაყოფილებდა სკოლისთვის შესაბამის ელემენტარულ მოთხოვნებს. სოფელი სკოლის აშენებას 20 წლის განმავლობაში ელოდებოდა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებდა.
2013 წელს მოხდა ძველი შენობის დემონტაჟი და დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა. 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ფართობი 1000 მ. კვ. მოიცავს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.