ლია გიგაური ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
11.06.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციებიც მოისმინა.

ბორჯომში 20 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, რაიონის 600-მდე მასწავლებლიდან 50 სერტიფიცირებულია და ჩართულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა კარიერული ზრდის ახალი სქემა ამოქმედდება, რომელშიც ჩართვა ყველა პედაგოგს შეეძლება.