პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
24.06.2014

23 ივნისიდან საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ კლასში დარეგისტრირებულ მოსწავლეთა მშობლებს, რომ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა 4 ივლისამდე უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმებული იქნება.

შეგახსენებთ: პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 2014 წლის 20 ივნისს დასრულდა.

საჯარო და კერძო სკოლებში სულ 45 421 მოსწავლეა რეგისტრირებული.