ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
04.07.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი გრიგოლ  გაგოშიძე ევროპის განვითარების ბანკის წარმომადგენელს მაილს რაგუზს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს 2002 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული თბილისის  საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ევროპის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის პერსპექტივა. მხარეები ინფორმაციის გაზიარების ფორმატსა და დამატებით სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.