გაცნობებთ, რომ ავსტრიის ფედერალური კანცლერის აპარატი და გაერთიანება - ავსტრიის კულტურული კონტაქტები (,,KulturKontakt Austria’’) 2015 წლისთვის წარმოადგენს 50 სტიპენდიას უცხოელი (არა ავსტრიელი) ხელოვანებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ხელოვანებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 40 წელს. კონკურსის წინაპირობაა ასევე გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა (საბაზისო დონე). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 ივლისი.
გაეცანით განაცხადის
ფორმულარს.