საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო
კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაში
მონაწილეობენ
გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი
სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
7 ივლისს გაიხსნა და 10-11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგრძელდება. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს
ტექნიკურ
უნივერსიტეტს მეცნიერები ეწვევიან აშშ-იდან,
იტალიიდან,
ინგლისიდან,
შვეიცარიიდან.
საქართველო-გერმანიის
სამეცნიერო
ხიდის
ფარგლებში, დღეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა
და
დახმარებისთვის,
საქართველოს
ტექნიკური
უნივერსიტეტის
აკადემიური
საბჭოს
გადაწყვეტილებით,
იულიხის
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის
დირექტორთა
საბჭოს
თავმჯდომარეს,
პროფესორ
სებასტიან
შმიდტსა
და
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის
ბირთვული
ფიზიკის
ინსტიტუტის
დირექტორს,
პროფესორ
ჰანს
შტროერს,
საქართველოს
ტექნიკური
უნივერსიტეტის
საპატიო
დოქტორების
წოდება მიენიჭათ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დაესწრო.