შვეიცარიის მთავრობის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისთვის გამოყოფილი სტიპენდიები
20.08.2014

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებს: 1. სადოქტორო პროგრამა; 2. პროგრამა პოსტსადოქტორო მკვლევარებისთვის  3.  პროგრამა მკვლევარებისთვის.

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.  აპლიკანტები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას ან შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას. განაცხადის მიღების საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2014 წლის 28 ნოემბერი.

აღნიშნული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია  იხილეთ  შემდეგ ბმულზე: http://www.sbfi.admin.ch/themen/01366/01380/02175/02245/index.html?lang=en

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უშუალოდ მიმართონ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს თბილისში:   ტელ: (+995 32) 2 75 30 01/02 ან დაუკავშირდნენ საელჩოს  წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   tea.manjavidze@eda.admin.ch