მასშტაბური განათლების ფორუმი საქართველოში
22.09.2014
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით,  ერთერთი ყველაზე მსხვილი განათლების ფორუმი გაიმართა სახელწოდებით  „განათლება ამერიკაში - ევროპის რეგიონალური ფორუმი“, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებში არსებული წარმატებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სფეროს სხვა ექსპერტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ აშშ-ში განათლების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა ამერიკის განათლების სისტემაში არსებული სიახლეები გააცნობენ 36 ქვეყნის წარმომადგენელს. შედგა შეხვედრები, მინისტრმა თამარ სანიკიძემ  წარადგენს საქართველოს განათლების სამინისტროს სტრატეგია წარადგინა. მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია და მომავალი პარტნიორების გამონახვა. დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება წამყვან აშშ უნივერსიტეტთან და დაიწყო მემორანდუმებზე მუშაობა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიება პირველად ტარდება.

განათლების ფორუმზე ჩამოსულია 57 ა.შ.შ. უმაღლესი სასწავლელებისა და უმაღლესების წარმომადგენლები, 80 education u.s.a-ს მრჩეველი და 20 სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიღების ან სწავლის გაგრძელების შესახებ. იმ თანამედროვე პროგრამების გაცნობა მოხდა, რომლის მეშვეობითაც ხდება სწავლება აშშ-ში. თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტეტბსა და ამერიკულ მხარეს შორის.