მასშტაბური განათლების ფორუმი საქართველოში
22.09.2014
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განათლების ფორუმი გაიმართა სახელწოდებით  „განათლება ამერიკაში - ევროპის რეგიონალური ფორუმი“, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული წარმატებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სფეროს სხვა ექსპერტები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს.

ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა, ამერიკის განათლების სისტემაში არსებული სიახლეები 36 ქვეყნის წარმომადგენელს გააცნეს. საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს განათლების სამინისტროს სტრატეგია წარადგინა, ასევე, მოეწყო განათლების საერთაშორისო ცენტრის პრეზენტაცია, დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ფორუმის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე ხელძეკრულება აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტთან და დაიწყო მემორანდუმებზე მუშაობა.

ანალოგიური მასშტაბის ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა. განათლების ფორუმზე ჩამოსულია აშშ-ის 57 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი, 80 Education USA-ს მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის 20 წარმომადგენელი.