გიორგი შარვაშიძე ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
22.09.2014
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ემორის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დირექტორი ჯესიკა რიჩმან დვორკინი, რომელთანაც დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უმაღლეს დაწესებულებებსა და ემორის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით. დღესვე, ემორის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე წამყვან სასწავლო დაწესებულებაში ისწავლონ.