ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აკადემიკოს კოტე წერეთლის, როგორც საქართველოში ებრაული ენის კათედრის დამაარსებლის მოღვაწეობის ამსახელი დოკუმენტური ფილმი. ებრაული ენის საუნივერსიტეტო სწავლება საქართველოში კოტე წერეთელმა ჯერ კიდევ 1944 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება აღმოსავლეთმცოდენობის ქართულ სკოლას, იგი ერთ-ერთი ძლიერი სკოლაა მსოფლიოში.
საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები