„ჯეოტურანისა“ და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია
24.09.2014
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ წყლის საერთაშორისო გამოფენა - „AQUA THERM TBILISI 2014“ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო უახლესი და ინოვაციური ნანო ტექნოლოგიები, წყლისა და გაზის რესურსების მართვის მიმართულებით. გამოფენის ორგანიზატორი იყო კომპანია „ჯეოტურანი“. აქვე მოეწყო ახალი პროექტის "ევრო-მასტერის" წარდგენა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.

"ევრო-მასტერი" კომპანია "ჯეოტურანისა" და საზოგადოებრივი კოლეჯის `სპექტრი~ ერთობლივი პროექტია, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“, სადაც კურსდამთავრებულები ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით, მარტივს და პროდუქტიულს გახდიან სერვისულ მომსახურებას.  „ჯეოტურანი “ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან „სპექტრი“ და ჩართულია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში. პროექტი „ევრო-მასტერი“ კარგი მაგალითია კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორული თანამშრომლობის.

გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა წარმოდგენილი იყო  `ჯეოტურანის~ პარტნიორი ევროპული კომპანიების პროდუქციებიც და ყველა ის  ტექნოლოგიები და უახლესი ლაბორატორები, რომელთა  პრაქტიკაში დამკვიდრება და ექსპლუატაციაში შესვლა,  რეალურად იქნება უპრეცედენტოდ დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ხარისხიანი მშენებლობის საქმეში.