დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
30.09.2014

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 01-04 ოქტომბერს (სამტრედია, მარტვილი, წყალტუბო).  გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

ქალაქ სამტრედიისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ქალაქ მარტვილისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის, ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საჯარო  სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N13

დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.