დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
03.10.2014

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 07-11 ოქტომბერს (თიანეთი, სიღნაღი, ყვარელი, ყაზბეგი დუშეთი, საგარეჯო). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

დაბა თიანეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის, ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის,  ქალაქ ყვარლისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის,  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ქალაქ დუშეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის, ქალაქ საგარეჯოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).

დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.