დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
03.10.2014

წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება  2014  წლის 07-09 ოქტომბერს (ახალქალაქი)  და 2014 წლის 10, 11 ოქტომბერს (ახალციხე, ასპინძა, ადიგენი). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

ქალაქ ახალქალაქისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქ. N33.

ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის,  დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის, დაბა ადიგენისა და ადიგენის  მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,   უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).

დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.