დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში „დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო
საბჭოს“ რიგით მესამე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომას უძღვებოდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი
და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით
ლომიძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სოციალური პარტნიორები, დარგობრივი სამინისტროები
და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვადასხვა საერთაშორისო
თუ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საბჭოს მიმდინარეობისას განიხილეს დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხები. მათ
შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შრომის ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრომ საბჭოს წევრებს წარუდგინა ანგარიში პროგრამით გათვალისწინებული
აქტივობების განხორციელების შესახებ.
პროგრამა მოქმედებს საქართველოს
მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების საფუძველზე და მისი მიზანია „დასაქმების, პროფესიული
განათლებისა და გადამზადების“ პროგრამის განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია.