დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა (დირექტორობის უფლების მქონე პირთა) საყურადღებოდ
13.10.2014
წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014  წლის  15 და 16 ოქტომბერს (ხარაგაული) და 2014 წლის 17 და 18 ოქტომბერს (ვანი, ხონი, ტყიბული). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.

ქალაქ ხარაგაულისა  და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).

ქალაქ ვანის, ვანის მუნიციპალიტეტის,  ქალაქ ხონის, ხონის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ტყიბულისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N 13 (სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის შენობა).

დარჩენილი კონკურსანტების გასაუბრების განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად.