საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისათვის
მიმდინარე წლის 22
ოქტომბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის
საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რენო
სალენმა საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
ეროვნული სასწავლო
გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ
და სოციალურ
მეცნიერებათა მიმართულების
ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი
„აკადემიური პალმის ორდენის“ ოფიცრის მედლით
დააჯილდოვა.
„აკადემიური
პალმის ორდენს“ საფრანგეთის სახელმწიფო განათლების
სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და
მსოფლიოში ფრანგული
კულტურის აქტიური
პოპულარიზაციისათვის გადასცემს როგორც
ფრანგ, ისე
უცხოელ მოქალაქეებს.
ვულოცავთ ქალბატონ
თამარს ამ მეტად საპატიო ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!